დასტინ პორიე
Aa
Aa

პორიეს ახალი ამპლუა | UFC-ის კომენტატორი და ექსპერტი იქნება

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ მებრძოლს, დასტინ პორიეს, რომელმაც კარიერა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა, შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები ახალ ამპლუაში იხილავენ. The Independent-ის ინფორმაციით, „ბრილიანტი“ UFC-ის კომენტატორებისა და ექსპერტების გუნდს შეუერთდება.

„მოუთმენლად ველოდები ESPN-ზე დაბრუნებას. დღეიდან ამაზე ვიქნები ფოკუსირებული“, - წერს პორიე სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, რომ თავის ბოლო ბრძოლაში პორიე მაქს ჰოლოუეისთან დამარცხდა. ამგვარად, MMA-ში მას 30 მოგება და 10 მარცხი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დე რიდერმა ოქტაგონიდან გააქრო“ - ბორალიომ უიტეკერი შეაფასა
„დე რიდერმა ოქტაგონიდან გააქრო“ - ბორალიომ უიტეკერი შეაფასა