ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ჩემს საქმეს შევასრულებ და შემდეგ ვიტირებ“ | ჟოზემ პრესკონფერენციაზე ცრემლები ძლივს შეიკავა

ჟოზე მოურინიოს „ფენერბაჰჩე“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე, პორტუგალიელ სპეციალისტს პრესკონფერენცია ჰქონდა და ყოფილ ფეხბურთელზე, ჟორჟე კოშტაზე ჰკითხეს, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა.

„გყავს კაპიტნები და ლიდერები. არის მომენტები, როცა კაპიტნის სამკლავური მთავარი არაა - მნიშვნელოვანია, რას წარმოადგენ. ჟორჟე იყო ფეხბურთელი, რომელიც ნაგავს წმენდდა და მწვრთნელს საშუალებას აძლევდა, თავისი საქმე შეესრულებინა. იდეალურია, როცა ასეთი კაპიტანი გყავს. მისი წყალობით, ყველაფერი გიმარტივდება. ძალიან დამწუხრებული ვარ, იმის გამო, რაც მოხდა.

ჟორჟეს ჩემთან საუბარი რომ შეძლებოდა, მეტყოდა: „კარგი რა უფროსო, პრესკონფერენციაზე წადი, ხვალ კი თამაში ჩაატარე და ჩემზე ნუ იფიქრებ“. აქ სწორედ ამიტომ ვარ. დღეს და ხვალ ჩემს საქმეს შევასრულებ, შემდეგ კი ვიტირებ. დღეს და ხვალ საქმე მაქვს შესასრულებელი და ზუსტად ვიცი, რომ ჟორჟე მეტყოდა, ჯერ მათთვის მიმეხედა.“

ცნობისთვის, კოშტა იმ „პორტუს“ კაპიტანი იყო, რომელსაც ჟოზე წვრთნიდა და 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჟორჟე „დრაკონების“ რიგებში 1992/2005 წლებში თამაშობდა და პორტუგალიის ნაკრების მაისური 50-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა