გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

იჯარით გაშვება განიხილება - მაისურაძე პოლისიას ტოვებს

გიორგი მაისურაძემ შესაძლოა უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბი „პოლისია“ დატოვოს. ჟიტომირის გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი აპირებს მაისურაძე და კიდევ ერთი ლეგიონერი, ხორვატი მატეო მატიჩი რომელიმე კლუბში გაანათხოვროს, სადაც მათ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. როტანის განცხადებით, ის ამ ორ უნიჭიერეს მოთამაშეზე უარს არ ამბობს და უახლოეს მომავალში მათ დაბრუნებას განიხილავს, რადგან თვლის რომ ქართველ და ხორვატ მცველებს დიდი მომავალი აქვს.

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, Crystalsport-ი თავად გიორგი მაისურაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა იქამდე, სანამ რაიმე არ გაირკვევა. სხვათა შორის, წინა სეზონში გიორგის სათამაშო პრაქტიკის პრობლემა საერთოდ არ ჰქონია და რატომ დადგა მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ახლა საფრთხის ქვეშ, რთული სათქმელია. მითუმეტეს, რომ მაისურაძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პოლონეთი-საქართველოს მატჩის MVP გახდა.

გიორგი მაისურაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და სანამ კარიერის გაგრძელებას უკრაინაში გადაწყვეტდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 51 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის გოლი და მატჩის MVP | ატლანტამ ატლასს მოუგო
ლობჟანიძის გოლი და მატჩის MVP | ატლანტამ ატლასს მოუგო