ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„თოფურიას დამარცხებით ამერიკა გადაარჩინა“ - გეიჯიზე მენეჯერმა ისაუბრა

ისლამ მახაჩევისა და სხვა დაღესტნელი მებრძოლების მსგავსად, ალი აბდელაზიზი ჯასტინ გეიჯის მენეჯერიცაა, რომელმაც ორიოდე თვის წინ კარიერის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და თეთრი სახლის ეზოში გამართულ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჯასტინის გამარჯვებას, ამის თაობაზე მისმა მენეჯერმა აბდელაზიზმა UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, კამარუ უსმანის პოდკასტში სტუმრობის დროს ისაუბრა:

„იმის შემდეგ, რაც თეთრი სახლის ღონისძიებაზე გეიჯიმ გააკეთა, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მან ამერიკა გადაარჩინა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მსგავსი რამის გაკეთებას სხვა ვერც ერთი ამერიკელი მებრძოლი ვერ შეძლებდა. ეს დაახლოებით იგივეა, დაამარცხო ინგლისი და გაანთავისუფლო ამერიკა. წარმოიდგინეთ, ვიღაც ქართველი თუ ესპანელი მოდის და გამარცხებს პირდაპირ თეთრ სახლში, ეს ხომ ნამდვილი კატასტროფაა? სრული ტრაგედია იქნებოდა შტატებისთვის“.

ცნობისათვის, ბოლო ინფორმაციით ჯასტინ გეიჯი კარიერის დასრულებამდე სავარაუდოდ კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს, რომელიც მისთვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი უნდა იყოს, რის გამოც გამორიცხული არ არის, რომ ქამარი ვაკანტური გახადოს, ზედა წონაში ავიდეს და ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონთან იჩხუბოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაინტერესებს, წაქცევის შემთხვევაში გარი რას იზამს“ - ბისპინგისთვის ფავორიტი ისლამია
„მაინტერესებს, წაქცევის შემთხვევაში გარი რას იზამს“ - ბისპინგისთვის ფავორიტი ისლამია