„მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება“ - პრატესი თოფურიასთან ჩხუბზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კარლოს პრატესმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას მისსა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვესაშუალო წონაში მათი ბრძოლა ქართველისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.
ბრაზილიელმა მებრძოლმა ხაზი გაუსვა სიმაღლესა და წონაში იმ მნიშვნელოვან სხვაობას, რაც თოფურიასა და ქვესაშუალო წონის ისეთ ტოპ-მებრძოლებს შორისაა, როგორებიც თავად და მაიკლ მორალესი არიან.
რას ამბობს პრატესი:
„ის მოკვდებოდა, ძმაო. წარმოიდგინე, მე რომ მეჩხუბოს, რამხელა სხვაობა იქნება ზომაში, ან წარმოიდგინეთ მისი და მაიკლ მორალესის ბრძოლა... თოფურია ნამდვილად ძლიერად ურტყამს, მაგრამ 77 კილოგრამში ყველა ბიჭთან დიდი სხვაობა იქნება და თავისი ძალების მაქსიმუმის გამოყენება ძალიან გაუჭირდება.“
32 კარლოს პრატესი UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 პოზიციაზე იმყოფება და მოსალოდნელია, რომ ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის საჩემპიონო ჩხუბის შემდეგ, ქამრისთვის ბრძოლის შანსს მიიღებს.