გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდამ მეორე ტაიმში ითამაშა - ლივერპულმა მორიგი ტესტი წააგო

ახალის სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. პრე-სეზონზე პირველად, გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი შვებულების შემდეგ, მერსისაიდულ გუნდს ალისონი დაუბრუნდა და სასტარტო თერთმეტეულშიც სწორედ ის მოგვევლინა, თუმცა ირაოლამ ბრაზილიელი მხოლოდ 1 ტაიმი ათამაშა.

გიორგი მამარდაშვილი შეხვედრაში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში „ლივერპულის“ სასარგებლოდ 2:1 იყო. ქართველმა მეკარემ სამი სეივი შემოგვთავაზა, თუმცა ორი გოლიც გაუშვა.

მამარდას სეივები:

საგულისხმოა, რომ „ლიდსთან“ მატჩის მსგავსად, „ლივერპული“ ამ შეხვედრაშიც 2:0 იგებდა, თუმცა ამჯერადაც დამარცხდა. განსაკუთრებით უარესი იყო დღევანდელი მატჩის მეორე ტიამი, სადაც მერსისაიდელებმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარყეს, საკუთარ კარისკენ კი 10 დარტყმა მიიღეს, აქედან 5 ზუსტი იყო და 2 გოლი გავიდა.

გოლები:

„ლივერპული“ პრესეზონზე კიდევ ორ შეხვედრას გამართავს და ორივეს 16 აგვისტოს „კომოს“ წინააღმდეგ - საქართველოს დროით ჯერ 15:00 საათზე, შემდეგ კი 21:00 საათზე. პრემიერ ლიგის ახალ სეზონს კი 23 აგვისტოს, „ნიუკასლთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიღებული პროგრესული პასების ლიდერი და მთავარი ფიგურა | 11tegen11 ეგოიანზე
მიღებული პროგრესული პასების ლიდერი და მთავარი ფიგურა | 11tegen11 ეგოიანზე