ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

მიღებული პროგრესული პასების ლიდერი და მთავარი ფიგურა | 11tegen11 ეგოიანზე

ნიდერლანდურმა 11tegen11-მა, რომელიც ფეხბურთელების მონაცემთა სკაუტინგზე მუშაობს და პროფესიულ საფეხბურთო კლუბებს კონსულტაციას უწევს, „კამბური“ - „ექსელსიორის“ მატჩთან დაკავშირებით ირაკლი ეგოიანზე საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

მატჩში, რომელიც „ექსელსიორმა’’ სტუმრად „კამბურს'' 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ირაკლის აქტივში გოლი და საგოლე პასია, ეგოიანი მთავარი გამორჩეული ფიგურა იყო. მოქმედებდა, როგორც შეტევის მთავარი ძრავა და სახიფათო მომენტების შექმნის კატალიზატორი. მარჯვენა ფლანგზე, შეტევის ხაზთან ახლოს თამაშისას საუკეთესო ანალიტიკური მონაცემები ჰქონდა, ინდივიდუალური მაჩვენებლებით გამოირჩეოდა.

  • ყველაზე მაღალი xGChain: ის იყო ყველაზე აქტიურად ჩართული მოთამაშე პასების იმ კომბინაციებში, რომლებიც კარში დარტყმით სრულდებოდა.

  • მიღებული პროგრესული პასების ლიდერი: ის წარმოადგენდა მთავარ დასაყრდენს იმ მოთამაშეებისთვის (როგორიცაა „ექსელსიორის'' მარცხენა მცველი სიმონ იანსენი და ცენტრალური მცველები: იან პლუგი და რიკ მეისენი), რომლებიც ცდილობდნენ ხაზების გაჭრას და ბურთის სახიფათო ზონებში გადატანას. სწორედ ის იყო მთავარი ორიენტირი მეტოქის საჯარიმოსთან.

„კამბური'' - „ექსელსიორის'' მატჩის მე-17 წუთზე ეგოიანმა ანგარიში გახსნა, 31-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ ნოა ნაუიოქსმა შეაგდო - 0:2. ეგოიანი 0:4-ზე, 75-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, მატჩი 0:4 დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა ჩემგან გოლებს ელოდებიან“ - ეგოიანმა ახალ პოზიციაზე თამაში შეაფასა
„ახლა ჩემგან გოლებს ელოდებიან“ - ეგოიანმა ახალ პოზიციაზე თამაში შეაფასა