კოცნაზე უარი უთხრა - უხერხულობა კრუზეიროს პრეზენტაციაზე
Aa
Aa

კოცნაზე უარი უთხრა - უხერხულობა კრუზეიროს პრეზენტაციაზე

ბრაზილიაში და მთლიანად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე საფეხბურთო სამყაროში უცნაური და არაორდინალური ამბები საკმაოდ ხშირად ხდება. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა „კრუზეიროს“ ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე მომხდარი ისტორია, რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

საპრესკონფერენციო დარბაზში უამრავი ჟურნალისტი იყო შეკრებილი, რადგან ბრაზილიურ კლუბს 23 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის ლუსიანო როდრიგესის პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა - სამედიცინო შემოწმება, მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუ, ბურთით პოზირება და თითქოს პრობლემა რომ არ უნდა შექმნილიყო, გაუთვალისწინებელი ფაქტი მოხდა. მეგობარ გოგონასთან ფოტოს გადაღების შემდეგ, როდრიგესმა მისი კოცნა დააპირა, თუმცა გოგონას მისთვის არცკი შეუხედავს ისე გავიდა ოთახიდან, რამაც დიდი უხერხულობა გამოიწვია.

ცნობისათვის, ლუსიანო როდრიგესმა საფეხბურთო კარიერის საწყისი წლები სამშობლოში გაატარა, თუმცა ბოლო 11 თვის განმავლობაში საუდის არაბეთის „ნეომას“ ღირსებას იცავდა და ახლა „კრუიზეირომ“ 1-წლიანი იჯარით აიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა დარჩა შესათანხმებელი | ქოჩორაშვილი სევილიას უახლოვდება
რა დარჩა შესათანხმებელი | ქოჩორაშვილი სევილიას უახლოვდება