მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

ტრილოგიის თარიღი ცნობილი - დვალიშვილი ქამრის დაბრუნებას შეეცდება

მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლის თარიღი და ადგილი ცნობილია - თითქმის ყველა ავტორიტეტული ვებ-გვერდის ცნობით, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი პირველი ნომერი პიოტრ იანთან ტრილოგიას 24 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართავს და შეეცდება 2025 წლის დეკემბერში დაკარგული საჩემპიონო ქამარი დაიბრუნოს.

ანონსის გამოცხადებას კარგად დაემთხვა იანის მიერ სოციალურ ქსელში დადებული პოსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ საკუთარ გუნდთან ერთად მომდევნო ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. მერაბი კი საამისოდ უკვე დიდი ხანია ემზადება და მომავალ დაპირისპირებას უზომოდ მოტივირებული ხვდება, რადგან მას აქამდეც ძალიან სურდა რუსთან ოქტაგონის გაზიარება, თუმცა ამ უკანასკნელმა ბევრი რამ მოიმიზეზა და მათი რევანში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამიტომ იმართება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ჩხუბი აქამდე ორჯერ შედგა და თუ პირველ შემთხვევაში ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, 2025 წლის დეკემბერში „მანქანას“ იანმა აჯობა და ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, რითაც ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება“ - პრატესი თოფურიასთან ჩხუბზე
„მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება“ - პრატესი თოფურიასთან ჩხუბზე