იბერია 1999
Aa
Aa

ლარნი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს | ბრიტანული მედიის ცნობა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია’’ „ლარნის’’ მიიღებს. მატჩი სამშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება. ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი თბილისისს მატჩამდე ორი დღით ადრე ეწვია. ინფორმაცია კლუბმა Instagram-ში გამოაქვეყნა.

„ლარნის’’ საუკეთესო ფეხბურთელი, ამპლუით ცენტრალური მცველი სემ მაკლელანდი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. მან ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე სან მარინოს ჩემპიონ „ტრე ფიორისთან’’ მიიღო და „იბერიასთან’’ პირველი მატჩიც გამოტოვა.

ბრიტანულ Newsletter-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში „ლარნის’’ მთავარი მწვრთნელის, გარი ჰავერონის კომენტარი გამოქვეყნდა. ჰავერონმა აღნიშნა, რომ სემმა „ტრე ფიორისთან“ მატჩში კოჭის არეში ღრმა ჭრილობა მიიღო, რის გამოც მას შემდეგ აღარ უთამაშია. მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელი ჯერ კიდევ ელოდება ჭრილობის სრულად შეხორცებას, რათა მოედანს დაუბრუნდეს.

24 წლის სემ მაკლელანდმა, რომელიც 1,91 მ. სიმაღლის ცენტრალური მცველია, ჩემპიონთა ლიგაზე „ტრე ფიორისთან'' მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა. „ჩელსის'' აკადემიის ყოფილი ფეხბურთელია, „არისტოკრატების'' პირველ გუნდთან კონტრაქტი ჰქონდა, თუმცა მთავარ გუნდში არ უთამაშია.ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა, 2021 წელს უკრაინასთან. პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა, თუმცა ტრავმებისკენ მიდრეკილია.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში „იბერია’’ ჩრდილოეთ ირლანდიაში დაგვიანებით, მატჩის დღეს ჩაფრინდა. შეხვედრა, რომელიც ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა, მასპინძელი გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, „იბერიასგან'' განსხვავებით საგოლე მომენტები შექმნა, თუმცა ბოლო ფაზაში ოსტატობა დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიღებული პროგრესული პასების ლიდერი და მთავარი ფიგურა | 11tegen11 ეგოიანზე
მიღებული პროგრესული პასების ლიდერი და მთავარი ფიგურა | 11tegen11 ეგოიანზე