გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის საგოლე პასი - ფროზინონე ლაციოსთან დამარცხდა

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში „ფროზინონემ“, რომელმაც სერია A-ს საგზური მოიპოვა და წელს ელიტაში იასპარეზებს, მორიგი ამხანაგური მატჩი „ლაციოსთან“ ითამაშა და 1:2 დამარცხდა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში დააყენა და მატჩის დასაწყისში „ფროზინონე“ სწორედ მისი აქტიურობის შედეგად დაწინაურდა - კვერნაძემ ჯერ თავად სცადა სიტუაციის გამწვავება, თუმცა არაფერი გამოვიდა და ამავე ეპიზოდის ბოლოს, როდესაც ბურთი ისე მას მიუვიდა, გიორგის დარტყმულს მიმართულება შედეგიანად ჯაკომო გალომ შეუცვალა, ქართველმა ვინგერმა კი აქტივში ასისტი ჩაიწერა.

გარდა საგოლე პასის გაკეთებისა, „ფროზინონეს“ ქართველი ლეგიონერი ყურადღების ცენტრში კიდევ ორჯერ მოექცა - ჯერ მატჩის დასაწყისში სტუმართა საჯარიმოში წააქციეს და წესების დარღვევის დაფიქსირებას ითხოვდა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე „ლაციოს“ ბერძენი მეკარის ხრისტოს მანდასის შეცდომით შეეძლო ესარგებლა, თუმცა მისი დარტყმა კარს ასცდა. ამ მომენტიდან ძალიან მალე, მე-60 წუთზე ალვინიმ კვერნაძე შეცვალა და დასვენების საშუალება მისცა.

ცნობისათვის, „ფროზინონემ“ ამით მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 16 აგვისტოს, ოფიციალურ მატჩებს იტალიის თასის 1/32-ფინალით გახსნის, სადაც მისი მეტოქე საკუთარ სტადიონზე „იუვე სტაბია“ იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სერია A-ს პირველ ტურში კი, გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები 23 აგვისტოს „იუვენტუსს“ უმასპინძლებენ - ამ თამაშის სტარტი თბილისის დროით 20:30 წუთზე არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მომდევნო სეზონიც მეცში? - რას წერენ ფრანგები წიტაიშვილზე
მომდევნო სეზონიც მეცში? - რას წერენ ფრანგები წიტაიშვილზე