ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ვაკოს მე-100 საიუბილეო და მე-11 საგოლე მოქმედება - შანდონის ქამბექი ბოლო წუთზე

ჩინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ვაკო ყააიშვილის შანდონ ტაიშანი საკუთარ მოედანზე ტიანძინ ძინმენ ტაიგერსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედნზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 79-ე წუთზე სტუმრები შადაშის გოლით 1:0 დაწინაურდნენ. 84-ე წუთზე ყაზაიშვილმა კუთხურიდან ასისტი მიითვალა და ლიუ იანს გაატანინა, რითაც შანდონმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი კრიზანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საგულისხმოა, რომ ვაკო ყაზაიშვილისთვის ეს მატჩი ჩინური გუნდის შემადგენლობაში საიუბილეო მე-100 შეხვედრა იყო, მიმდინარე სეზონში კი ქართველმა ფეხბურთელმა მე-6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე, მის ანგარიშზე 5 გოლიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა | პსჟ-მ მან იუნაიტედთან ფრედ ითამაშა
ხვიჩა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა | პსჟ-მ მან იუნაიტედთან ფრედ ითამაშა