მეცი, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

მომდევნო სეზონიც მეცში? - რას წერენ ფრანგები წიტაიშვილზე

საქართველოს ნაკრების ვინგერის, გიორგი წიტაიშვილის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. ქართველ ფეხბურთელს „დინამო კიევთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. წიტაიშვილი კვლავ უგუნდოდაა და რამდენიმე ვარიანტის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

ცოტა ხნის წინ, ფრანგულმა სააგენტო republicain-lorrain-მა დაწერა, რომ „მეცმა“ გიორგი წიტაიშვილს მომდევნო სეზონში კვლავ მათ რიგებში ასპარეზობა შესთავაზა. „მეცის“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ.

„რა იქნება, თუ გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ მაისურით მეორე სეზონს ჩაატარებს? გავრცელებული ცნობებით, „მეცის“ ხელმძღვანელობამ უკვე გააკეთა შეთავაზება თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი ქართველი გარემარბის დასაბრუნებლად. თუმცა, ისინი ერთადერთი მსურველები არ არიან — 25 წლის ფეხბურთელით, სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, განსაკუთრებით ესპანეთში“, - წერია republicain-lorrain-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ „მეცში“ გაატარა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზედმეტი ტვირთია და უნდა გაიყიდოს“ - ლივერპულის ფანები მამარდაშვილს აკრიტიკებენ
„ზედმეტი ტვირთია და უნდა გაიყიდოს“ - ლივერპულის ფანები მამარდაშვილს აკრიტიკებენ