ჯანი ინფანტინო, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„ინფანტინო უკვე წარსულია, მთავარია ვინ მოვა“ - ტებასმა FIFA-ს პრეზიდენტი გააკრიტიკა

FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თვლის, რომ მის თანამდებობას და მომავალს საფრთხე ოდნავადაც არ ემუქრება, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს მით მეტი კრიტიკოსი ჰყავს. თანაც, ისინი არა რიგითი პიროვნებები, არამედ საპასუხისმგებლო პოსტებზე მომუშავე ადამიანები არიან. მათ რიგებს განეკუთვნება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის ხელმძღვანელი ხავიერ ტებასი, რომელმაც ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა.

რას ამბობს ტებასი

პირადად ჩემთვის ჯანი ინფანტინოს დრო უკვე დიდი ხანია წარსულის კუთვნილება გახდა და ამას მხოლოდ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე არ ვამბობ. ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ფეხბურთის განვითარებაზე იზრუნებს. პირიქით, მისი პროექტები სპორტის არსს ანადგურებს. ფეხბურთი მხოლოდ ელიტით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ინფანტინოს ერა დასრულებულია და მისი წასვლა დროის ამბავია. იმედია ცვლილება ცვლილებისთვის არ მოხდება და მის ნაცვლად არჩეული პრეზიდენტი სხვანაირი ნაბიჯებით შეეცდება სპორტის ნომერ პირველი სახეობის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ჯანი ინფანტინოს მოწინააღმდეგეები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ გამოუჩნდნენ - ის ჯერ აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმების გამო გააკრიტიკეს, შემდეგ კი მუნდიალის შემოსავლების აქამდე არარსებული განაწილების პროექტის გასაჯაროების შემდეგ, UEFA-ს წევრი სახელმწიფოები პლანეტის პირველობის ბოიკოტირებით დაემუქრნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია