კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტის დანიშვნიდან სამ დღეში - ბრაზილიაში ფედერაციის პრეზიდენტი გადააყენეს

ბრაზილიურ ფეხბურთში დიდი სკანდალია - ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გაფორმებიდან სამ დღეში, თანამდებობიდან გადააყენეს. რიო დე-ჟანეიროს შტატის სასამართლომ განიხილა სარჩელი, რის შემდეგაც დამტკიცდა, რომ 2022 წლის მარტში ჩატარებული ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც როდრიგესმა გაიმარჯვა, სერიოზული დარღვევების ფონზე ჩატარდა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილება ავტომატურად შეჩერდა.

ედნალდო როდრიგესის გადაყენების შემდეგ, მის დროებით შემცვლელად ფედერაციის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ფერნანდო სარნეი დაინიშნა, რომელსაც დაჩქარებულ ტემპში ახალი საარჩევნო ყრილობის მომზადება და მისი თარიღის გამოცხადება დაევალა. გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესის კონკურენტებმა, რომლებიც სავარაუდოდ უახლოეს ყრილობაზე საკუთარ კანდიდატურას დაარეგისტრირებენ, ნაკრებში სამწვრთნელო ცვლილებას მხარი დაუჭირეს, რის გამოც ანჩელოტის პოსტს საფრთხე არც ერთ შემთხვევაში არ დაემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება „რეალის“ იტალიელ დამრიგებელსაც სთხოვეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება არაფერს ცვლის, რადგან კონტრაქტი არა პირადად ედნალდო როდრიგესთან, არამედ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციასთან გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოს მოსაგებად განაცხადი გავაკეთეთ“ - ბრაზილიამ ანჩელოტის დანიშვნა დაადასტურა
„მსოფლიოს მოსაგებად განაცხადი გავაკეთეთ“ - ბრაზილიამ ანჩელოტის დანიშვნა დაადასტურა