იბერია 1999, გიორგი ტაბატაძე
Aa
Aa

იბერიადან ვაილეში - გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიაში გააგრძელებს

„იბერია 1999“-ის მცველი გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიურ „ვაილეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ დანიური კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.

19 წლის მცველმა „ვაილესთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი ტაბატაძე:

„მიხარია „ვაილეში“ გადმოსვლა, დანიის ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბებში არაერთი ფეხბურთელი მოხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრესისთვის აქ კარგი გარემო და მაღალი დონეა. დანიაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და ისინი ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდნენ, ასე რომ „ვაილეს“ შეთავაზებამ ძალიან დამაინტერესა.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე შვედეთში „მალმიოს“ წინააღმდეგ ვითამაშე - მომეწონა როგორც ატმოსფერო, ისე სკანდინავიური სტილი. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას. დიდი მიზნები გვაქვს და გამოვიყენებ ჩემს შანსს, როდესაც მწვრთნელი ასეთ შესაძლებლობას მომცემს“.

ტაბატაძე „იბერიას“ აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას კი 2024 წლიდან იცავს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში მას 3 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.

რაც შეეხება „ვაილეს“, დანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გუნდი 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის უარი პარიზსა და რენს | აინტრახტს კონკრეტული ინტერესი აქვს
მიქაუტაძის უარი პარიზსა და რენს | აინტრახტს კონკრეტული ინტერესი აქვს