როდრიგო გოეში
Aa
Aa

100-დან 60 მილიონამდე - რეალმა შესაძლოა როდრიგოს სატრანსფერო ფასი შეამციროს

როდრიგო ამ ზაფხულს მადრიდის „რეალს“ სავარაუდოდ არ დატოვებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ სიტი“ არ აპირებს ბრაზილიელი ვინგერის გაფორმებას, რადგან სავინიოს შენარჩუნება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, გილემ ბალაგე წერს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, შესაძლოა „რეალმა“ როდიგოს ფასი 100 მილიონიდან 60-70 მილიონ ევრომდე შეამციროს.

თუმცა ამ დროისთვის მადრიდელებს ოფიციალური შეთავაზება არ მოუღიათ და ბრაზილიელს წასვლა ნაკლებად სავარაუდოა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგოს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი. გასულ სეზონში, როდრიგომ 54 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი - უდინეზე თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი - უდინეზე თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა