ნოა ოკაფორი
Aa
Aa

ოკაფორი ლიდსში გადადის | რომანო

„მილანის“ თავდამსხმელი, ნოა ოკაფორი კარიერას „ლიდსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის ცნობით, მხარეები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ, რომლის ღირებულებამ 20 მილიონ ევროს გადააჭარბა.

შვეიცარიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ 1 წლით გაგრძელების ოფციით. სამედიცინო შემოწმება უახლოეს 24-48 საათში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ოკაფორი „მილანს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც ის „ზალცბურგიდან“ გადავიდა.

გასულ სეზონზე, ნოამ 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი ამ დროისთვის Transfermarkt-ზე მისი საბაზარო ღირებულება 13 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია რა თანხა სურს უოტფორდს ჩაკვეს სანაცვლოდ | კლუბებს პროგრესი არ აქვთ
ცნობილია რა თანხა სურს უოტფორდს ჩაკვეს სანაცვლოდ | კლუბებს პროგრესი არ აქვთ