ცისარტყელა სამკლავურის გამო არ ითამაშებს | ნანტის ფეხბურთელს დასჯიან
Aa
Aa

ცისარტყელა სამკლავურის გამო არ ითამაშებს | ნანტის ფეხბურთელს დასჯიან

საფრანგეთის ლიგა 1-ში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონატის ერთ ტურში, ჰომოფობიასთან ბრძოლას უცხადებენ თანადგომას. ამ ტურის მატჩებისას, ფეხბურთელებს LGBTQ+ საზოგადოების მხარდამჭერი ცისარტყელა სამკლავურები უკეთიათ და მიმდინარე სეზონში, აღნიშნული აქცია ბოლო ტურში გაიმართება.

დასკვნით შეხვედრაში, „ნანტი“ „მონპელიეს“ დაუპირისპირდება. ყვითლები უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და მნიშვნელოვანი მატჩი ელით, თუმცა, ფონს გასვლა ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოსტაფა მოჰამედის გარეშე მოუწევთ.

მოჰამედი, რელიგიური მიზეზების გამო, ცისარტყელა სამკლავურის გაკეთებაზე ყოველთვის უარს ამბობდა. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია და ეგვიპტელი ფეხბურთელი ბოლო ტურის შეხვედრას გამოტოვებს. „ნანტმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოჰამედი გუნდს ვერ დაეხმარება და მის წინააღმდეგ სანქცია გატარდება.

„ყვითლებმა“ გადაწყვიტეს, ფეხბურთელს ფინანსური სასჯელი დააკისრონ, რაც L’Equipe-ის ცნობით, საკმაოდ დიდი თანხა იქნება. ფრანგული გამოცემა დასძენს, რომ ჯარიმიდან მიღებული თანხა საქველომოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა“ | სანტიაგო კანისარესმა მამარდას პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა
„სამარცხვინოა“ | სანტიაგო კანისარესმა მამარდას პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა