პსჟ, ჩავი სიმონსი
Aa
Aa

უკან პსჟ-ში? - ფრანგებს ჩავი სიმონსის დაბრუნება სურთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩავი სიმონსისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ნიდერლანდელი შემტევის გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სიმონსის ტრანსფერით პარი სენ ჟერმენი ინტერესდება და მზად არის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ლაიპციგმა პარი სენ ჟერმენს ჩავის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

22 წლის ნიდერლანდელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა ლაიპციგიდან წასვლა მიმდინარე წლის ზაფხულში სურს.

სიმონსის გადაბირებით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან და პსჟ-სთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ ეს არის.

ლაიპციგი მსუყე შეთავაზების შემთხვევაში, სიმონსის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და არჩევანი ახლა თავად ფეხბურთელზე იქნება. პსჟ-სთან მას კარგი მოგონებები არ აკავშირებს, რადგან რეალურად მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს.

ეს ფაქტორი შესაძლოა პარიზელთათვის დამატებითი ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს, მაგრამ თუ Canal+ დავუჯერებთ, მოლაპარაკება მიმდინარეობს და გარკვეული გარანტიები გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი სიმონსმა ლაიპციგის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 75-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ სუდაკოვის სანაცვლოდ, შახტარს 35 მილიონი ევრო შესთავაზა
ნაპოლიმ სუდაკოვის სანაცვლოდ, შახტარს 35 მილიონი ევრო შესთავაზა