გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ოთხი მაგიური წელიწადი მესტალიაზე“ | Relevo მამარდაშვილზე წერს

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Relevo-მ „ვალენსიაში“ მოსალოდნელ ცვლილებებს სტატია მიუძღვნა და წამსვლელ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ავტორმა ყურადღება გიორგი მამარდაშვილსაც დაუთმო და განაცხადა, რომ ქართველმა მეკარემ „მესტალიაზე“ 4 ჯადოსნური წელიწადი გაატარა.

„კოპა დელ რეის ფინალის უქმეებზე, გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელებს თბილი სიტყვებით დაემშვიდობა. ქართველი მეკარე მათ რესტორანში გამოემშვიდობა და კვირას, იმავეს მესტალიაზე გააკეთებს.

მამარდამ ვალენსიაში ოთხი ჯადოსნური წელიწადი გაატარა. ის ყველასთვის უცნობი მეკარიდან, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ გოლკიპერად იქცა და ოქროს ბურთის ჯილდოს ნომინანტებს შორისაც იყო, თუმცა, ვალენსიაში მისი თავგადასავალი დასრულებულია“, - წერს Relevo.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილი ზაფხულში შეიძინა და იჯარის წესით, „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველ მეკარეს რამდენჯერმე უთქვამს, რომ „ენფილდზე“ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და ნომერ პირველი მეკარის სტატუსი სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, მაროკოელი იდეალურად შეცვალოს | ინგლისური გამოცემა ჩაკვეტაძეზე
შესაძლოა, მაროკოელი იდეალურად შეცვალოს | ინგლისური გამოცემა ჩაკვეტაძეზე