„ისლამს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს“ - ცარუკიანის სამომავლო გეგმები
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი მაისში გრეპლინგის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე გამოვა. თუმცა, ბუნებრივია გულშემატკივარს განსაკუთრებით აინტერესებს სომეხი მებრძოლის გეგმები შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, სადაც მისმა ბოლოდროინდელმა საქციელმა დენა უაითი იმდენად გააბრაზა, რომ დივიზიონის ნომერ პირველი კონტენდერობა ჩამოართვა და აღნიშნა, რომ მას ძველი პოზიციების დასაბრუნებლად რთული გზის ხელმეორედ გავლა მოუწევს. თავად არმანი აშკარად არ ნერვიულობს, რაც მისი კომენტარიდანაც კარგად იგრძნობა.
არმან ცარუკიანი
ალბათ უკვე მაისის შუა რიცხვებში UFC-ის ხელმძღვანელები ბევრ რამეს გადაწყვეტენ და მეც საქმის კურსში ჩამაყენებენ. მსურს ვიბრძოლო ჩარლზ ოლივეირასთან, რადგან ის მეორე ნომერია. სათადარიგო ვარიანტად კი ჯასტინ გეიჯის განვიხილავ, რომელიც პირადად ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი და ერთგვარი ახალი სახელია ოქტაგონზე. მაგ ორიდან ნებისმიერს მშვიდად დავამარცხებ და ისევ ტიტულისთვის ბრძოლის კანდიდატი გავხდები. თუ ისლამ მახაჩევი ივნისში იბრძოლებს, მომდევნო ჩხუბს ალბათ ოქტომბერში ჩაატარებს და მეც დიდხანს არ ვალოდინებ.
ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანს შორის საჩემპიონო შეხვედრა მსუბუქ წონით დივიზიონში იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ზურგის ტრავმის გამო სომეხი ბრძოლას ჩაეხსნა და მახაჩევმა ქამარი წარმატებით რენატო მოიკანოსთან დაიცვა.