კილიან მბაპე, ხოსე მარია გუტი
Aa
Aa

„მხოლოდ გოლები ვერ უშველის“ - გუტიმ მბაპეს ახალი მიზანი დაუსახა

ინდივიდუალური თვალსაზრისით გასული სეზონი კილიან მბაპესთვის არაჩვეულებრივი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში ესპანეთის ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის სოლიდური სხვაობით ჩამორჩებოდა, მეორე წრეში მისი გადასწრება მაინც მოახერხა და სადებიუტო სეზონშივე „პიჩიჩის“ ჯილდოს მოგება მოახერხა.

მიუხედავად ამისა, „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარია გუტიერესი, იგივე გუტი თვლის, რომ ფრანგ ფორვარდს მომდევნო სეზონში გაცილებით მეტის გაკეთება მოუწევს.

რას ამბობს გუტი

ვინ არის ამ ფორმაციის „რეალის“ ლიდერი? როგორც ვინისიუს ჟუნიორი, ასევე კილიან მბაპე. კარგი ფეხბურთელები არიან ჯუდ ბელინგემი და როდრიგო გოეში. ფრანგმა ფორვარდმა საკმაოდ ხმაურიანი სეზონი ჩაატარა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ სამეფო კლუბის მომთხოვნი ქომაგები უპირველეს ყურადღებას კლუბის მიერ მოგებულ ტიტულებს აქცევენ და არა იმას, ვის რამდენი გოლი აქვს გატანილი. ასე რომ მომდევნო სეზონში მბაპეს ბურთების გატანა არაფერს უშველის, თუ „რეალმა“ დაკარგული ჯილდოები არ დაიბრუნა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, კილიან მბაპე გასულ სეზონში ესპანეთის პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 26 წლის ფრანგმა ფორვარდმა 34 მატჩში თავი 31 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ატლეტიკოს ცხოვრება გაუმწარა“ | როგორ შეაფასა ფრანგულმა პრესამ კვარას თამაში
„ატლეტიკოს ცხოვრება გაუმწარა“ | როგორ შეაფასა ფრანგულმა პრესამ კვარას თამაში