უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„დვალიშვილთან დავმარცხდი, ეს ცხადია“ - უმარმა წაგება აღიარა

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი მედიის წინაშე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა გაცილებით შერბილებული ტონითა და ისეთი ობიექტური საუბრით, როგორიც მას არასოდეს ახასიათებდა. დაღესტნელს დაუსვეს შეკითხვა, თუ როდის აპირებდა ვარჯიშის განახლებას, რაზეც პასუხის გაცემასთან ერთად, მან მერაბ დვალიშვილთან ჩატარებული შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მარცხი მხოლოდ ახლა, თითქმის ნახევარი წლის გასვლის შემდეგ აღიარა.

უმარ ნურმაგომედოვი

27 ივლისამდე ბრძოლა არ შემიძლია, რადგან დაზიანებული ხელით დარტყმას ექიმები ისევ მიკრძალავენ, რის გამოც ამ ეტაპზე მოსამზადებელი კემპის დაწყებაში აზრს ვერ ვხედავ. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში დავთანხმდი დვალიშვილთან ჩხუბს და რა შედეგიც დადგა, ყველამ ნახეთ. თავის მართლებას არ ვაპირებ, ვაღიარებ, რომ დავმარცხდი.

ჩემს ბოლო ჩხუბში მოხდა ის, რაც ყოვლისშემძლე ალაჰმა ისურვა - მის ნებას წინ ვერავინ დაუდგება. მას ჩემი მოგება რომ გადაეწყვიტა, ხელი არ მომტყდებოდა. ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ ვუყურე და შემიძლია ვაღიარო, რომ მეოთხე და მეხუთე რაუნდების ბოლოს მერაბმა მაჯობა.

საწყის ორ რაუნდში ნორმალურად გამოვიყურებოდი. რაც შეეხება მესამე რაუნდს, რადგან მსაჯებმა უპირატესობა მერაბს მიანიჭეს, გამოდის, რომ სწორი ზუსტად ასე იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოტეხილმა ხელმა თავისი როლი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სექტემბერში შონ ომალისთან მოპოვებული სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად იანვარში სწორედ უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და დაღესტნელი მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალის ვურჩევ, ქვემსუბუქ წონაში ამოვიდეს“ - ალჯამეინ სტერლინგი
„ომალის ვურჩევ, ქვემსუბუქ წონაში ამოვიდეს“ - ალჯამეინ სტერლინგი