დილა
Aa
Aa

დამატებულ წუთებზე გაშვებული გოლი | დილამ რიგასთან ბოლომდე იბრძოლა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე „რიგა“ გახლდათ. პირველ შეხვედრაში ლატვიელებმა 2:1 იმარჯვეს, განმეორებითი დაპირისპირება კი ფრედ, 3:3 დასრულდა და ქართული კლუბი ევროტურნირებს დაემშვიდობა.

„დილამ“ მატჩი კარგად დაიწყო და სათამაშო უპირატესობას ფლობდა. გორელებმა მიზანს მალევე მიაღწიეს და მე-15 წუთზე, ფარულავას კუთხურის შემდეგ მასპინძლები ჟოაუ არაუჟომ დააწინაურა. „რიგამ“ წონასწორობა პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე აღადგინა. სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს და რეჯინალდო რამირესმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ოთხი გოლი იხილა. 51-ე წუთზე დეო ბასინგამ ანგარიში 2:1 გახადა. 64-ე წუთზე ბაბა მუსამ გამოიჩინა თავი - 2:2, 81-ე წუთზე კი ბლენკსონ ანოფიმ, ორი მატჩის ჯამში, წონასწორობა აღადგინა - 3:2.

სამწუხაროდ, „დილამ“ სასურველი ანგარიში ვერ შეინარჩუნა და „რიგამ“ მაინც ძირითად დროში დაამთავრა ყველაფერი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე გორელთა კარი ანტონიის კერნომორდიისმა დალაშქრა და ორი მატჩის ჯამში საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 3:3 (4:5 ორი მატჩის ჯამში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელი იცნო და გადაიფიქრა - ვალენსიას გმირობა
ფეხბურთელი იცნო და გადაიფიქრა - ვალენსიას გმირობა