მძიმე მატჩი ჩრდ. ირლანდიაში | იბერიას უგოლო ფრე და გაცილებით მეტის მოლოდინი
UEFA-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ჩრდილოთ ირლანდიის „ლარნისა'' დ საქართველოს ჩემპიონ „იბერიას'' დაპირისპირება ქალაქ ლარნში, „ინვერ პარკზე'' ფრედ 0:0 დასრულდა.
მასპინძელი გუნდი თავს კარგად იცავდა, საკუთარ ნახევარზე სივრცეებს კარგად „კეტავდა'' და მწვავე შეტევებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში „ლარნის'' გოლის გატანის რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ბოლო ფაზაში ოსტატობა დააკლდათ.
მატჩის შემდეგ belfasttelegraph-ის ჟურნალისტი გრეჰემ ლუნიმ სტატიაში აღნიშნა: „ევროპულ დაპირისპირებაში „ლარნმა“ ფრენით (მგზავრობით) დაღლილ ქართველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა საქმის ბოლომდე მისაყვანად მეტი დაუნდობლობა მართებთ.“
გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი, „იბერია'' ჩრდილოთ ირლანდიაში თამაშის დღეს ჩაფრინდა და თამაში ხელოვნუსაფარიან მოედანზე გაიმართა, ორივე ფაქტორი „ლარნისთვის'' უპირატესობა იყო. თბილისურ შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი დასვენებული შეხვდება, ბუნებრივ საფარზე ითამაშებს და პლუს საშინაო მოედნის ფაქტორიდან გამომდინარე შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს, თუმცა თუ „ლარნიმ'' თავი თბილისშიც კარგად დაიცვა, როგორც ეს ჩრდილოთ ირლანდიაში მოახერხა, დემჩენკოს გუნდს გოლის გატანა ძალიან გაუჭირდება.
აღსანიშნავია „იბერიას'' მეკარის, გიორგი მაკარიძის დამაჯერებელი თამაში, რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, გამოსვლაზეც კარგად მოქმედებდა.
„იბერიას'' მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ „ლარნისთან'' შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: მაკარიძე, ჯინჯოლავა (კაპიტანი), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ქობულაძე, ქარდავა, დადიანი, კუცია (ალჰასანი 78), ნაჭყებია, სიხარულაშვილი, ბართიშვილი (ძაგანია 59)
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 11 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე'' 20:00 საათზე დაიწყება.