მერაბ დვალიშვილი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„მერაბთან ჩხუბისთვის მომზადება შეუძლებელია“ - ომალის მწვრთნელი

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა თავის YouTube-პოდკასტში მერაბ დვალიშვილზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „შუგა“ მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

ტიმ უელჩი:

„ამბობენ, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე სენდჰეგენი იქნება. მართალი გითხრათ, კორის ნამდვილად აქვს შანსი - ის კარგად ჭიდაობს და კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს, თუმცა მერაბთან ჩხუბისთვის მომზადება შეუძლებელია. „კემპში“ გჭირდება მებრძოლი, რომელსაც ასეთივე აგრესიული თეიქდაუნები აქვს, და ასეთი სპარინგპარტნიორები ყოველ ნახევარ რაუნდში უნდა შეცვალო - სხვანაირად მერაბს ვერ გააჩერებ.

შესაძლებელია თუ არა, რომ მერაბი დოპინგს იღებდეს? ამის არ მჯერა, იმიტომ რომ ადვილად შეიძლება გამოგიჭირონ - ეს ძალიან დიდი რისკია. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მერაბის შეჩერება ძალიან რთულია.

ვფიქრობ, ის მართლაც ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანია. ასევე, მას არ სურს სხვა დივიზიონში გადასვლა, ამ წონისთვის კი ის ძალიან დიდია - პანტოჟა მას ვერაფერს უზამს“.

შეგახსენებთ, რომ ომალის ბოლო ორი ჩხუბი მარცხით დასრულდა - ორივე შემთხვევაში „შუგას“ მერაბ დვალიშვილმა მოუგო: ჯერ მსაჯთა გადაწყვეტილებით, ახლა კი მახრჩობელა ილეთით.

მერაბ დვალიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2025 წელს კიდევ ორი ბრძოლის ჩატარება სურს. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს კორი სენდჰეგენი იქნება (18-5).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ჩემპიონი ხარ, დაიცავი შენი ქამარი“ - ვოლკანოვსკი ჯონსსა და ასპინალზე
„თუ ჩემპიონი ხარ, დაიცავი შენი ქამარი“ - ვოლკანოვსკი ჯონსსა და ასპინალზე