„მახაჩევის მარცხის პროგნოზირება რთულია“ - მერაბის მწვრთნელი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბის მონაწილეებზე ისაუბრა და ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას შორის ფავორიტი დაასახელა.
რა თქვა ჯონ ვუდმა:
„თუ ჯეკი გააგრძელებს იმაზე მუშაობას, რაც ბელალ მუჰამედთან ბრძოლაში გამოცადა, ეს ძალიან კარგი იქნება. მას საჩემპიონო სტილი აქვს. ისლამი დაახლოებით ისეთივე სტილში ჩხუბობს, როგორც ბელალი, თუმცა ისლამი ამას ცოტათი უფრო უკეთესად აკეთებს.
ჯეკს შეუძლია, მახაჩევი დგომში გამოიჭიროს, მაგრამ ამისათვის საჭიროა, თავი დაიცვას თეიქდაუნების მცდელობებისგან. შეუძლებელია მახაჩევის მარცხის პროგნოზირება, ვიდრე მის სისუსტეებს არ იპოვი.
პარტერში ისლამი განსხვავებული დონის „ცხოველია“, გარდა ამისა, მას კარგი სტრაიკინგიც აქვს. რა თქმა უნდა, მახაჩევსაც აქვს სუსტი მხარეები, ისევე როგორც ხაბიბის გუნდის ყველა მებრძოლს. თუმცა, ისლამის წინააღმდეგ ფსონს ვერ დავდებ, სანამ ვინმე მის „კოდს არ გატეხს“.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა, რომ ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა ქამარს პირველად ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ დაიცავს. მისივე თქმით, ამ ჩხუბის თარიღი ჯერჯერობით შესათანხმებელია.