ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველი დრიბლიორი საუკეთესო იყო“ - პრესის გამოხმაურება კვარას თამაშზე

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა, რაზეც სხვადასხვა გამოცემების მიერ მისი თამაშის უმაღლესი შეფასებებიც მეტყველებს. მართალია, ფიფას საკლუბო ჩემპიონატის პარტნიორმა კომპანიამ პსჟ-ატლეტიკოს მატჩის MVP-ის პრიზი ვიტინიას გადასცა, თუმცა გამოცემათა უმრავლესობა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორების დღევანდელი პერფომანსის მთავარ შემოქმედად ხვიჩას მიიჩნევს.

Lequipe.fr

მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს დასრულდა მომქანცველი სეზონი, ხვიჩა კვარაცხელია ძველ თვისებებს არ კარგავს. ის ძველებურად მონდომებულია და იყო მოედნის იმ მონაკვეთში, სადაც გუნდს სჭირდებოდა.

Givemesport.com

ლუის ენრიკემ ტრადიცია დაარღვია და ხვიჩა შეუცვლელად არ ათამაშა, რაც ალბათ ერთ-ერთი ლიდერის დასვენებით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, კვარა საუკეთესო იყო, ორი საგოლე პასის შესრულება მოასწრო და შეტევაში პროდუქტიულობის გარდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა.

Sports Illustrated

ათბალიანი სისტემით, მას 8,6 მეათედი შეფასება ეკუთვნის. თანაგუნდელებს შორის აშკარად საუკეთესო გახლდათ. რთულია, მისი მსგავსი ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელსაც მომქანცველი სეზონის შემდეგ, ასეთი ინტენსივობით შეუძლია თამაში და გუნდისთვის სარგებლის მოტანა.

The New York Times

ქართველი ფანტასტიური დრიბლიორის მორიგი სუპერმატჩი. „პარი სენ-ჟერმენი“ არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ბრწყინავს. პირველ ნახევარში ლორენტეს ხვიჩასთან გამკლავება უჭირდა, რის გამოც შესვენების შემდეგ სიმეონემ გადაწყვიტა კოკეთი განეტვირთა სიტუაცია, თუმცა ამ უკანასკნელმა შესვლიდან ორ წუთში, სწორედ ქართველთან უხეშობისთვის ყვითელი მიიღო.

Frenchfootballweekly

შეტევაში ჩართვის მოყვარულ ნუნო მენდეშს უკან ხშირ შემთხვევაში საიმედოდ აზღვევდა და თავისი გუნდის საწყის ორ გოლში ლომის წილი დაიდო. ქართველი დრიბლიორი ლუის ენრიკემ მხოლოდ მაშინ შეცვალა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

Flashscore.com

ქართველი პასების გამნაწილებელი და პსჟ-ის ნახევარმცველების უბადლო რეალიზაცია. პარიზელებმა პირველივე ტაიმში ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნეს და ყველას დაანახეს, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულიად დამსახურებულად მოიგეს.

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 26 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ ორი პრ***ს ბრალი იქნება“ - ვან პერსის ისტორია ფერგიზე
„თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ ორი პრ***ს ბრალი იქნება“ - ვან პერსის ისტორია ფერგიზე