„საშუალო წონით დივიზიონში მოვდივარ“ - ბელალის პასუხი ჩიმაევს
უკანასკნელი საათების მანძილზე სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტუალურია ხამზატ ჩიმაევის მოკლე მიმართვა, რომელიც ბელალ მუჰამადს ეძღვნებოდა. დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა, ვისაც სავარაუდოდ ძალიან მალე საჩემპიონო ბრძოლა ელის, ბელალს მიმართა: „სად მიდიხარ ტანდაბალო ცხენო?“ მსგავსი გამონათქვამით ჩიმაევმა მუჰამადის დაკნინება სცადა, თუმცა პასუხი მისგანაც ძალიან მალე მიიღო და ბელალმა „ტვიტერზე“ დაწერა: „გაინტერესებს სად მივდივარ? საშუალო წონით დივიზიონში“.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. აქამდე ასეთი მოცემულობა იყო - თუ ბელალი 11 მაისს, ნახევრადსაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დე ლა მადალენას დამარცხებას შეძლებდა და ქამარს შეინარჩუნებდა, მაშინ ისლამ მახაჩევი იძულებული უნდა გამხდარიყო მსუბუქ წონაში დარჩენილიყო და ილია თოფურიასთან დაპირისპირებას თავს ვეღარ აარიდებდა. მუჰამადის მოკლე კომენტარით კი შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ მადალენას ძლევის შემთხვევაში ქამარს ვაკანტურს გახდის, ზედა წონაში გადაინაცვლებს და მახაჩევს გზას გაუნთავისუფლებს.
ცნობისათვის, ჩიმაევმა და ბელალმა ერთმანეთთან დაპირისპირების სურვილი ადრეც რამდენჯერმე გამოთქვეს, თუმცა ლოგიკურად, მათი სხვადასხვა წონაში ყოფნის გამო, ეს ყველაფერი არ ხერხდებოდა, ახლა კი, თუ მუჰამადის სურვილი შესრულდება, სრულიად შესაძლებელია მათი გზები გადაიკვეთოს.