„ილია დგომში ოლივეირასაც მოკლავს და მახაჩევსაც“ - თოფურიას მწვრთნელი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას კრივის მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა ABC-ის ჟურნალისტ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, რა შანსები ექნებათ „ლეგენდის“ წინააღმდეგ ისლამ მახაჩევს და ჩარლზ ოლივეირას.
„არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ოლივეირამ, რომ ბრძოლისთვის კარგად მოემზადოს. ილია მას დგომში უბრალოდ მოკლავს. ეს ყველასათვის ნათელია. ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება.
ის დგომში მახაჩევსაც მოკლავს. ოლივეირასთან უფრო მარტივი იქნება, მაგრამ მაინც... ამას სრული პატივისცემით ვამბობ“.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისა და ილიას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.
ამასთანავე, თუ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდება, ისლამ მახაჩევმა შესაძლოა წონითი დივიზიონი შეიცვალოს და ქვესაშუალო წონაში ავიდეს - ამ შემთხვევაში ილია თოფურიამ და ჩარლზ ოლივეირამ შესაძლოა მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლონ.