„მე და ისლამს შოუს მოწყობა შეგვიძლია“ - კამარუ უსმანის მიზანი
UFC On ESPN 69-ის მთავარი ორთაბრძოლა როგორც მოსალოდნელი გახლდათ, დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა. ქვესაშუალო წონით დივიზიონში კამარუ უსმანმა ხოაკინ ბაკლი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ყველას დაუმტკიცა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მის ძალებს ჯერ კიდევ არ აღემატება.
შეხვედრის შემდეგ, პროტოკოლით გათვალისწინებული პრესკონფერენციის დროს 38 წლის უსმანმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი ისლამ მახაჩევთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაცემულმა პასუხმა გამოიწვია.
კამარუ უსმანი
აუცილებლად ვუყურებ ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ორთაბრძოლას და ამ წყვილის გამარჯვებულთან სიამოვნებით ვიჩხუბებ. თუ ისლამი გაიმარჯვებს, მაყურებელს P4P-ის ახლანდელი და ყოფილი ლიდერების ხილვის საშუალება მიეცემა და მითხარით, ვინ არ გადაიხდის ამ ბრძოლაზე დასასწრებად ბილეთში სოლიდურ თანხას?
UFC ეს ხომ არის გასართობი და შოუს მოსაწყობად მომართული კომპანია. გსურთ ყველაზე დიდი და გაყიდვადი შოუს მოწყობა? ჩანიშნეთ მახაჩევი-უსმანის ჩხუბი და თქვენ ამას მიიღებთ.
შეგახსენებთ, რომ კამარუ უსმანი ოქტაგონში 20-თვიანი ინტერვალის შემდეგ დაბრუნდა და ბრძოლა 1316-დღიანი პაუზის შემდეგ მოიგო. მისი უკანასკნელი გამარჯვება 2021 წლის ნოემბრით თარიღდებოდა, როდესაც კოლბი კოვინგტონს აჯობა.