„მის სუსტ წერტილებს მე გამოვიყენებ“ - პიმბლეტს ილიასთან ჩხუბი სურს
ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ შერეული ორთაბრძოლების თითქმის ყველა მოყვარულს კარგად მოეხსენება და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა საიმისოდ, რომ ისინი ერთმანეთს ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ. ყოველ შემთხვევაში თავად ლივერპულელი მებრძოლი თვლის, რომ თუ მასთან შეხვედრას ილია დათანხმდება, UFC-ის ხელმძღვანელები მათი ჩხუბის ჩანიშვნისგან თავს არ შეიკავებენ.
რას ამბობს პიმბლეტი
თუ თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს და იტყვის, რომ სურს მისი მომდევნო მოწინააღმდეგე მე ვიყო, მაშინ დენა უაითი ამ ყველაფერს სიამოვნებით დათანხმდება, რადგან ჩვენი ჩხუბი საკმაოდ გაყიდვადი იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ილიას დამარცხებას მოვახერხებ, რადგან ვიცი, თუ როგორც უნდა ამის გაკეთება. რატომღაც მის სუსტ წერტილებს არავინ არ იყენებს და ყველა ცდილობს ქართველთან კრივი გამართოს, რაც უდიდესი შეცდომაა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქ წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადება და 29 ივნისს, საჩემპიონო ქამრისთვის მისი მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება.