ბრძოლები, რომლებიც 2025 წელს აუცილებლად უნდა ჩატარდეს - სეხუდომ თოფურია-მახაჩევის ჩხუბიც გამოარჩია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, ჰენრი სეხუდომ იმ ბრძოლებზე ისაუბრა, რომელიც თავისი ვერსიით 2025 წელს აუცილებლად უნდა გაიმართოს. სეხუდომ სასურველ ორთაბრძოლებს შორის თოფურია-მახაჩევის ჩხუბიც დაასახელა.
რას ამბობს სეხუდო:
„პირველი ბრძოლა, რომელიც უნდა ჩატარდეს, ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის ჩხუბია. დენა უაითმა თქვა, რომ დიდი ალბათობით ეს ზაფხულში მოხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნოემბრისთვის უფრო რეალური იქნება. ეს ჯონისთვის სტანდარტული ბრძოლის დროა. ეს ისეთი ბრძოლა იქნება, რომლის ხილვაც ყველას სურს“.
„მეორე ბრძოლა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლაა. ხალხი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ როდესაც ეს ბრძოლა ჩაინიშნება, აბსოლუტურად ყველას მოიცავს. მგონია, რომ ილია ისლამის ჩამოგდებას შეძლებს. მან ისე უნდა გააგრძელოს, როგორც ახლა იქცევა და ბრძოლისთვის სცენა შექმნას“.
„მესამე ბრძოლა კი ბელალ მუჰამედსა და დელა მადალენა-შავკატ რახმონოვს შორის გამარჯვებულს შორის უნდა ჩაატარდეს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, რომლის ჩემპიონიც ისლამ მახაჩევია. მედიაში აქტიურად იწერბა მახაჩევისა და თოფურიას შესაძლო ჩხუბის შესახებ, თუმცა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.