ვაჟა მარგველაშვილი
Aa
Aa

მეორე დღეც უმედლოდ - ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში დამარცხდა

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები კვლავ უმედლოდ იმყოფება. ტურნირის მეორე დღეს საქმეში -66 კგ კატეგორიის ჯუკოდები ჩაერთნენ.

ვაჟა მარგველაშვილმა პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა და ბასხუ იონდონპერენლეი იპონით დაამარცხა. მეორე წრეში კი მისი მეტოქე ტაჯიკი მსოფლიოს პირველი ნომერი ნურალი ემომალი იყო, რომელმაც მიუხედავად ვაჟას აქტიურობისა, მაინც აშკარად აჯობა და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, პირველ დღეს -60 კგ კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეორე წრეში მასპინძელთა წარმომადგენელ უნგრელ მარტონ ანდრასის დაუპირისპირდა და მსაჯების მიკერძოებული ქმედებების გამო ტურნირს გამოეთიშა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა. ხვალ კი -73 კგ-ში უმედლო სტარტისა და ნავსის გატეხას ჩვენი ლეგენდარული ჯუდოკა ლაშა შავდათუაშვილი შეეცდება. გამოსვლები ჩვეულებისამებრ 13:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაიუსტე: კვარა თანამედროვე გამარჯვებულის პროფილს წარმოადგენს
კაიუსტე: კვარა თანამედროვე გამარჯვებულის პროფილს წარმოადგენს