ინტერ მაიამის ფრე ალ აჰლისთან - საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტი აიღო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა.
ტურნირის გახსნით მატჩში, ლეო მესის ინტერ მაიამი ჰარდ როკ სთედიუმზე ეგვიპტურ ალ აჰლის დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ საგოლე მომენტები მრავლად შექმნეს. მასპინძელთა შემადგენლობაში იყვნენ ლეო მესი, ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეტსი, ჯორდი ალბამ კი თამაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა. ამის მიუხედავად, „ინტერ მაიამმა“ მაინც ვერ შეძლო გოლის გატანა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.
დღეს ტურნირზე კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 22:00 საათზე, მიუნხენის ბაიერნი ოკლენდ სიტის დაუპირისპირდება, ჩვენი დროით 16 ივნისის 01:00 საათიდან კი საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ც ჩაერთვება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. ასევე, დღესვე ბრაზილიური პალმეირასი პორტოს ეთამაშება, ბრაზილიური ბოტაფოგო კი ამერიკულ სიეტლ სანდერსს დაუპირისპირდება.