ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ოფიციალურად: თოფურია-ჰოლოუეი 26 ოქტომბერს გაიმართება

აქამდეც ეს ყველაფერი შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრებისთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლუეის შორის ორთაბრძოლა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 26 ოქტომბერს შედგება.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა. ქართველს MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეს, მაქს ჰოლოუეიმ 31 შეხვედრიდან 26-ში გაიმარჯვა და 7 შემთხვევაში ოქტაგონი მოგებულმებმა მისმა მოწინააღმდეგებმა დატოვეს.

მომავალ ბრძოლაზე უკვე გააკეთა კომენტარი ვოლკანოვსკიმ და გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მისი აზრით ჰოლოუეი გაიმარჯვებს, რადგან ის და ილია დაახლოებით ერთი სტილის მებრძოლები არიან და ამერიკელი ქართველისთვის ძლიერთან ერთად, რთულად დასაძლევი მეტოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები