ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„რაღაცები უნდა შეიცვალოს“ - ალონსომ პირველი მატჩი შეაფასა

აშშ-ში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება. H ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ ტურნირზე თავისი პირველი მატჩი „ალ ჰილალთან“ ჩაატარა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეს სამეფო კლუბის ახალი მწვრთნელისთვის სადებიუტო გახდა.

მატჩის შემდეგ ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ „რეალში“ იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდება.

„არის რაღაცები, რაც უნდა შეიცვალოს. აუცილებელია ეს გამოვასწოროთ. დროა საჭიროდ. მოსამზადებლად 9 დღე გვქონდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა მხოლოდ 3 ვარჯიში ჩაატარა. ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ვმონაწილეობთ ტურნირში და გვინდა ვისწავლოთ. დრო სჭირდება იმას, რისი გაკეთებაც გვსურს. ყველა თამაში გვაძლევს გაკვეთილს, რომელიც დაგვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ „რეალი“ 25 მაისს ჩაიბარა და მან ამ პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა. მანამდე ის „ლევერკუზენს“ წვრთნიდა.

გეტყვით ასევე, რომ საკლუბო ჩემპიონატზე „რეალი“ მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს და „პაჩუკას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა შესაძლოა ემილიანო მარტინესი დაიმატოს
მანჩესტერ იუნაიტედმა შესაძლოა ემილიანო მარტინესი დაიმატოს