ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„ვინც არ ირბენს და...“ - რას მოითხოვს ალონსო რეალის ფეხბურთელებისგან

ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს თავისი მოთხოვნები გააცნო. ამის შესახებ Cadena SER-ი წერს.

სამეფო გუნდი ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, პირველად 18 ივნისს ითამაშებს. „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდება.

Cadena SER-ის ჟურნალისტი, ხავიერ ერაესი. კლუბში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალონსომ ფეხბურთელებს შემდეგი რამ უთხრა: „ისინი, ვინც არ ირბენენ და ძალისხმევას დაიშურებენ, არ ითამაშებენ. სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. თქვენ უბრალოდ არ უნდა იდგეთ და ელოდოთ, როდის მოგცემენ ბურთს, რათა გაიტანოთ. თითოეული ბურთისთვის უნდა ირბინოთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ „რეალი“ 25 მაისს ჩაიბარა და მან ამ პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.

მანამდე მან თავი ლევერკუზენის ბაიერში დიდებულად წარმოაჩინა, სადაც 2023/2024 წლებში ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო. ალონსომ ბაიერს ასევე გერმანიის თასი მოაგებინა და ახლოს იყო ევროპის ლიგის მოგებასთან, თუმცა ფინალში გასპერინის ატალანტასთან უშანსოდ დამარცხდა.

ცნობისთვის, ჩაბიმ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის რეალის აკადემიაში დაიწყო და 14-წლამდე გუნდს წვრთნიდა. ის ასევე, როგორც ფეხბურთელი ბლანკოსის ღირსებას 2009/2014 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას საგოლე პასები - პსჟ-მა ატლეტიკო გაანადგურა
კვარას საგოლე პასები - პსჟ-მა ატლეტიკო გაანადგურა