ბრწყინვალე იპონი - თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) სამხრეთკორეელ მინჯონ კიმს იპონით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ინალ ტასოევი იქნება.
ფინალამდე გზაზე თუშიშვილმა სლოვაკი მარიუს ფიზელი, გერმანელი ლოსენი კონე და აზერბაიჯანის წარმომადგენელი უშანგი კოკაური დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სოფიო სომხიშვილიც (+78კგ) ასპარეზობდა, რომელიც მერვედფინალში სამხრეთკორეელ ლი ჰიონჯისთან დამარცხდა.
ცნობისთვის, საქართველოს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი აქვს მოპოვებული - ოქრო ეთერ ლიპარტელიანის, ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილის, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.