გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„კლუბი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“ | ქოჩორაშვილი ლევანტეს დაემშვიდობა

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა. ქართველმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელებში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და კლუბსა და მის გულშემატკივრებს, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, თქვენ წინაშე ემოციებით სავსე გულით ვდგავარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთს გავუზიარეთ. კლუბში მოსვლის პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრი გავხდი. მოვედი გუნდში, რომელიც ისეთივე გრძნობით იბრძოდა და ოცნებობდა, როგორც მე. რთულ პერიოდში მოვედი. ჩემი ქვეყანა და სამშობლო ერთი ოცნების ასრულების მიზნით დავტოვე: მინდოდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში მეთამაშა.

რთული გზა იყო, რომელიც სავსე გახლდათ, ჭრილობებითა და მძიმე მომენტებით, მაგრამ თქვენში ყოველთვის ვპოულობდი მხარდაჭერასა და ბიძგს, რაც მაძლევდა ძალას, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა. თავდადებამ და სიყვარულმა, რასაც ყველა მატჩისას, როგორც წაგებისას, ისე მოგებისას, აჩვენებდით, მასწავლა, რას ნიშნავს, იყო ასეთი განსაკუთრებული ფანების მყოლი გუნდის ფეხბურთელი.

უმაღლეს დივიზიონში აღზევება და ამ წარმატების თქვენთან ერთად აღნიშვნა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი იყო. მადლობა ნდობისთვის! მადლობა, რომ ყოველდღიურად, ძალას მაძლევდით და ყოველ ნაბიჯზე მაგრძნობინებდით, რომ მარტო არ ვიყავი.

ლევანტეში გატარებული პერიოდი მხოლოდ საფეხბურთო ამბავი არაა. ესაა გაკვეთილი იმისა, რომ უნდა იბრძოლო და ოცნებები ასრულდება. ლევანტეს ლოგოს ტარება და თქვენი სიყვარულისთვის ბრძოლა იქნება პატივი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემთან დარჩება. დღეს, დამწუხრებული ვარ, რადგან ვტოვებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს. თუმცა, იმედსა და აღტაცებასაც ვგრძნობ, რომელიც ნათელ მომავალს მოაქვს.

ყოველთვის გრანოტა ვიქნები. მადლობა ყველა მომენტისთვის. მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის და მადლობა, რომ ამ საოცარი გამოცდილების მიღების საშუალება მომეცით“, - თქვა ქოჩორაშვილმა ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კარიერას „სპორტინგში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი გუნდს მალე შეუერთდება და იმედი ვიქონიოთ, რომ პორტუგალიურ გრანდში უფრო წარმატებით იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინაც ვერ იგებს, როცა მე იქ არ ვარ“ - რინერი თუშიშვილზე
„მაშინაც ვერ იგებს, როცა მე იქ არ ვარ“ - რინერი თუშიშვილზე