მესის მაგია და ბრწყინვალე საჯარიმო | ინტერ მაიამიმ პორტუს მოუგო
ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, „ინტერ მაიამიმ“ პირველი გამარჯვება იზეიმა. „ალ აჰლისთან“ აღებული ქულის შემდეგ, ლიონელ მესი და კომპანია „პორტუს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 მოიგეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. „ინტერ მაიამის“ კარის მიმართულებით თერმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სამუმ გაიტანა და „პორტუ“ დააწინაურა. საწყის 45 წუთში, ანგარიში არ შეცვლილა და „დრაკონებმა“ პირველი ნახევარი მოიგეს.
მეორე ტაიმის 47-ე წუთზე, ტელასკო სეხოვიამ წონასწორობა აღადგინა, 54-ე წუთზე კი „ლა პულგას“ ჯერი დადგა. მესიმ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით, „პორტუს“ კარი აიღო და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. ლეო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა და კარიერაში 68-ე ჯარიმა შეაგდო.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამის“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბოლო ტურში, „ლა პულგა“ და კომპანია „პალმეირასს“ დაუპირისპირდებიან და ეს მატჩი 24 ივნისს, 05:00-ზე დაიწყება.