რომან დოლიძე, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

დოლიძე: კარგად მოვემზადე და 5 რაუნდისთვის მზად ვარ

რომან დოლიძემ ნასურდინ იმავოვთან ბრძოლის წინა პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.

„მე ყველა დაპირისპირება ერთნაირად ველი, თუმცა სასიამოვნოა, რომ საღამოს მთავარი ბრძოლა ჩემი იქნება, თუმცა მაინც არაფერი იცვლება - ველოდები ქარდს, ვსვამ ბევრ წყალს და ვფიქრობ საჭმელზე, ქართულ საჭმელზე. გეტყვით რა არის ჩემთვის რთული - მედიისგან ბევრი ყურადღებაა, ჭარბად. და სხვა ბრძოლებისგან ამ დაპირისპირებას სწორედ ეს გამოარჩევს.

ვინც მე მიცნობს იცის, თუ რასაც ნიშნავს ჩემთვის MMA და საბრძოლო საღამოები. რა თქმა უნდა, მსურს, რომ მეტი ჩხუბი მივიღო, თუმცა UFC-ი მე კარგ ბრძოლებს მაძლევს.

ამ ბრძოლამდე UFC-ის მე ორი რამ ვთხოვე: მოეცათ ჩემთვის ახალი კონტრაქტი და ბრძოლა, რომელიც საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნებოდა. მე მზად ვიყავი ნებისმიერის წინააღმდეგ მეჩხუბა.

რა თქმა უნდა, ვარჯიშებისას რაღაცები შევცვალე, უკეთ მოვემზადე და 5 რაუნდისთვის მზად ვარ. კარგ ფორმაში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

ბრძოლამდე საუბრები? ყველას ნათქვამს პატივს ვცემ, ისინი ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებენ, თუმცა აი რას ვაკეთებ მე - როდესაც მათ ვნახულობ, ვეუბნები, რომ ახლა სახეში გიყურებ და გეკითხები, თუ რატომ აკეთებ ასეთ რამეს? ისინი მპასუხობენ, რომ უბრალოდ არც კი ახსოვთ სად რა თქვეს და რა დაწერეს“.

დვალიშვილისა და თოფურიას შესახებ

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დიდი წელია. თუმცა ჩვენთვის ყოველთვის ასეა, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა. 3.5 მილიონი ვართ, ბევრი პრობლემა გვაქვს. მე არ ვარ ის ვინც იტყვის, რომ ჩვენი ქვეყანა დიდებულია, ან ცუდია, უბრალოდ ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩვენ კი უნდა ვიყოთ სამაგალითოები, რათა ქვეყანა ღირსეულად წარვადგინოთ.

ჩვენ ხუთნი ვართ UFC-ში და აქედან 4 ტოპ 10-ში ვიმყოფებით. და გურამი (ქუთათელაძე) დარწმუნებული ვარ იმსახურებს აქ ყოფნას. მჯერა, რომ თებერვალი ჩვენ დიდ სიხარულს მოგვიყვანს და დარწმუნებული ვარ, რომ UFC-ის ქართველი ჩემპიონი ეყოლება.

თოფურია ძალიან კარგი მებრძოლია, მრავალფეროვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. რაც შეეხება მერაბს, მან დიდი ხნის წინ დაიმსახურა ჩემპიონობა, ძალიან დიდი ხნის წინ. და იმედი მაქვს, ამ ბრძოლის შემდეგ, ის საჩემპიონო ჩხუბს მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე იმავოვთან მომდევნო ბრძოლას 4 თებერვალს გამართავს და მას UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენის (5 რაუნდი) ფარგლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ სიტყვების თვითონაც არ სჯერა“ | მოვსარ ევლოევის რეაქცია ილიას განცხადებაზე
„ამ სიტყვების თვითონაც არ სჯერა“ | მოვსარ ევლოევის რეაქცია ილიას განცხადებაზე