ცარუკიანმა დაადასტურა, რომ თოფურია-ოლივეირას ჩხუბს დააზღვევს
არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბს დააზღვევს.
„UFC 317-ზე სათადარიგო ვიქნები“, - დაწერა სომეხმა მებრძოლმა თავის სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ და „დუ ბრონქსი“ ერთმანეთს მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის დაუპირისპირდებიან.
მათი ორთაბრძოლა საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება ცარუკიანს, მას 18 იანვარს, UFC 311-ზე, ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმის გამო, ორთაბრძოლას ჩაეხსნა და ის რენატო მოიკანომ ჩაანაცვლა.