ჩელსის მალიკ ფოფანას ყიდვა სურს
„ჩელსი“ „ლიონისა“ და ბელგიის ნაკრების ვინგერის, მალიკ ფოფანას მიმართ ინტერესს იჩენს.
როგორც L’Équipe წერს, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა 20 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე, ფრანგებს უკვე დაუკავშირდა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, „არისტოკრატებს“ ფოფანას დამატებისთვის კონკრეტული წინადადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მალიკი „ლიონს“ 2024 წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 41 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე მოქმედება მიითვალა.
ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.