რამაზ სვანაძე
Aa
Aa

“ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული“ - სვანაძე პორტუგალიასთან მატჩის წინ

UEFA-ს 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის C ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ქალაქ ტრენჩინში პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

სვანაძე: 

ამ მატჩის შემდეგ სვანაძემ თავისი გუნდის თამაში კრიტიკულად შეაფასა და ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან შეხვედრები გუნდს განვითარებაში ეხმარება.

მეორედ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩში, როცა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, პირველ ტურში, სვანაძის გუნდმა რუი ჯორჟეს სამწვრთნელო დუელი 2:0 მოუგო. გოლები გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა გაიტანეს, ორივე გოლისას საგოლე პასი გიორგი წიტაიშვილმა შეასრულა. იმ ჩემპიონატზე VAR-ი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით გაგუას გოლი არ ჩაითვლებოდა, რადგან მცველის წინააღმდეგ ორთაბრძოლისას თამაშის წესს არღვევდა. 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან აღნიშნულ ორ შეხვედრაში საბა ხვადაგიანმა და საბა საზონოვმა (გოლი) სასტარტოში შეუცვლელად ითამაშეს. ასევე, თბილისურ მატჩში ირაკლი აზაროვი და გაბრიელ სიგუა ცვლილებაზე გამოვიდნენ.

რამაზ სვანაძისა და რუი ჟორჟეს მესამე სამწვრთნელო დაპირისპირება 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, სლოვაკური დროით - 18:00 საათზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალათასარაი ალისონს ეპატიჟება | მამარდას კონკურენტს წასვლა არ სურს
გალათასარაი ალისონს ეპატიჟება | მამარდას კონკურენტს წასვლა არ სურს