გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ჭიკაძე: UFC-ში ქართველები ერთმანეთს ვქომაგობთ, ჩემპიონობა ყველას გვინდა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, იუთუბზე MMA Junkie-ის პოდკასტში ჯოშ ემეტთან ბრძოლაზე, საკუთარ ფორმაზე და ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა.

„ჯოშ ემეტი მაგარი მებრძოლია, თუმცა ჩემთვის მის სერიას მნიშვნელობა არ აქვს. მე ბოლო ბრძოლა მოვიგე, მან წააგო, თუმცა მთავარი წარსული არ არის. მომავალი ბრძოლისას მე მზად მისი საუკეთესო ვერსიისთვის ვიქნები.

ჩემთვის ფული მთავარი არ არის, ამისთვის არ ვჩხუბობ, თუმცა რა თქმა უნდა, თანხის მიღება სასიამოვნოა. ჩემი მთავარი მიზანი UFC-ის ჩემპიონობაა. მინდა ქართველი ჩემპიონი გავხდე და ხალხმა ჩემით იამაყოს. ეს ბავშვობის ოცნება იყო და MMA-ში სწორედ ამიტომ ვარ. მარცხი ყოველთვის მეტ კონცენტრაციას მმატებს და უფრო ძლიერს მხდის.

ძველებურად ემოციურად აღარ ვიბრძვი. ვნახოთ ემეტთან რა მოხდება.

ქართველები UFC-ში? ამით ძალიან ამაყი ვარ. ყველა ქართველი სპორტსმენი ძალიან მაგარია. დოლიძესა და დვალიშვილს საღამოს მთავარი ბრძოლები ექნებათ, თოფურია კი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

მეც მალე ვიბრძოლებ. ქუთათელაძეს ძალიან ცოტა ბრძოლა აქვს ჩატარებული, თუმცა ყოველი მათგანი დიდებული გამოვიდა.

ჩვენზე ქართველებზე 90-იანმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა და იმოქმედა. ამან დიდი მოტივაცია მოგვცა. ასევე გამძლეობა. თითოეულმა ჩვენგანმა ოცნების ასრულებისთვის იშრომა და მაქსიმუმი ჩადო. შესაძლოა ვიღაცამ ჩვენს შორის გამოწვევად ჩათვალოს, თუ რომელი ჩვენგანი გახდება პირველი ჩემპიონი, თუმცა რეალობა ის არის, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვქომაგობთ. ერთმანეთის ჩემპიონობა გვინდა. მეორეობა არავის გვინდა.

წარმომიდგენია, თუ რა მოხდება საქართველოში, როცა რომელიმე ჩვენგანი ქვეყანაში საჩემპიონო ქამრით ჩავა. ვინც არ უნდა იყოს ეს, ნებისმიერ ჩვენგანს უამრავი ადამიანი დახვდება და ამ მიღწევით მთელი ქვეყანა გაიხარებს.

რამდენად პოპულარულია UFC-ი საქართველოში? ჩვენთან ფეხბურთი ყოველთვის ყველაზე პოპულარული სახეობა იყო. ფეხბურთში კვარაცხელია გვყავს, ნამდვილი ვარსკვლავია. ვფიქრობ, ფეხბურთი და UFC საქართველოში ამჟამად ორივე ძალიან პოპულარულია“.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე 16 დეკემბერს, UFC 296-ზე ჯოშ ემეტის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ემეტს UFC-ის ეგიდით 13 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 9-ჯერ მოიგო, ხოლო 4-ჯერ წააგო. გიგა კი დღემდე ოქტაგონზე 9-ჯერ გავიდა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაკა აეროპორტში | როგორ დახვდნენ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სიდნეიში
ჰაკა აეროპორტში | როგორ დახვდნენ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სიდნეიში