ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

Bleacher Report-ის პროგნოზი | მერაბი ჩემპიონი გახდება, ილია ვოლკს ქამარს ვერ წაართმევს

ცნობილმა გამოცემამ Bleacher Report-მა დაასახელა UFC-ის მებრძოლები, რომლებიც მისი აზრით, 2024 წლის ბოლოს, საჩემპიონო ქამრების მფლობელები იქნებიან. Bleacher Report-ი ვარაუდობს, რომ მერაბ დვალიშვილი მიზანს მიაღწევს და ტიტულს დაისაკუთრებს, ილია თოფურია კი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ვერ დაამარცხებს.

ქვემსუბუქი წონითი დივიზიონი - ალექსანდრ ვოლკანოვსკი

„ვოლკანოვსკი მომდევნო ბრძოლას თებერვალში, დაუმარცხებელი ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართავს და გამოკვეთილი ფავორიტი არაა, რაც მის ჩხუბებში უდიდესი იშვიათობაა. პრაქტიკულად თანაბარი შანსები სამართლიანი შეფასებაა, რადგან თოფურია, როგორც დგომში, ისე პარტერში მომაკვდინებელი ფინიშერია და ასაკი და მომენტუმი მის მხარეს იქნება. ილიას გამარჯვება ნამდვილად შეუძლია, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ვოლკანოვსკი გააკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა და ქამარს დაიცავს. თუ ილია დაამარცხა, არ გაუჭირდება, ტიტული 2024 წლის ბოლომდე შეინარჩუნოს, რადგან ტოპ 10-ში არავინაა ისეთი, ვისაც თოფურიას მსგავსი შანსი აქვს, რომ ალექსს მოუგოს“.

სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონი - მერაბ დვალიშვილი

„სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობის წინასწარმეტყველება მარტივი ნამდვილად არაა. დიდია ალბათობა, მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ტიტული შეინარჩუნოს, მაგრამ მის თამაშში ხვრელებიც მარტივი შესამჩნევია. მიუხედავად ამისა, როგორღაც სულ ახერხებს, რომ მომენტი უხერხულ მეტოქეებთანაც შექმნას და მიზნისთვის მიაღწიოს.

ომალი მომდევნო ბრძოლას მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართავს, ამ ჩხუბის გამარჯვებული კი სავარაუდოდ, მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. დაუღალავ გრეპლერს, რომელიც ამ წონითი დივიზიონის ყველა მებრძოლისთვის კოშმარულად ცუდი მოწინააღმდეგეა. ომალისა და ვერას მანქანის დანოკაუტების შანსი ნამდვილად აქვთ, მაგრამ უფრო დიდია ალბათობა, რომ ქართველმა გრეპლერმა ისინი ნაწილებად დაშალოს და ქამარი მოიპოვოს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას დიდი ალბათობით, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს, ილია კი ქამრისთვის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი
„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი