სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ოფიციალურად - სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა

დღეს ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე FIE-ს კონგრესზე, საუკეთესო ხმლით მოფარიკავე კაცის ვინაობა ვლინდებოდა. ცერემონიის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა.

სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა! აქედან გამომდინარე, ის ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესო მოფარიკავეა.

ამავე კონგრესზე, ცნობილი გახდა, რომ 2025 წელს, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

თბილისის სასარგებლოდ ხმა 134 დელეგატიდან 120-მა მისცა. ინფორმაცია საქართველოს ფარიკაობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

ფარიკაობაში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანკავა გვჭირდება, ამ ორ მატჩში ათამაშონ - ქეცბაიასა და ცხადაძის შეფასებები
კანკავა გვჭირდება, ამ ორ მატჩში ათამაშონ - ქეცბაიასა და ცხადაძის შეფასებები