ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე
Aa
Aa

იაპონიის გრან პრი - გუბანოვას და ეგაძის შედეგები ცნობილია

იაპონიაში, კონკრეტულად კი ოსაკაში მოციგურავეთა გრან პრი მიმდინარეობს. მე-6 ეტაპზე ნიკა ეგაძე და ანასტია გუბანოვა იღებდნენ მონაწილეობას. ეგაძემ მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო გუბანოვამ მე-6.

ნიკამ მოკლე პროგრამაში 81.30 ბალი დააფიქსირა, თავისუფალ პროგრამაში კი 156.04. ჯამში ქართველი მოციგურავე 237.34 ბალით მეოთხე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება გუბანოვას, მან სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 20 წლის მოციგურავემ მოკლე პროგრამაში კარგად ვერ იასპარეზა და მხოლოდ 55.80 ბალი დააგროვა. ანასტასია თავისუფალ პროგრამაში უფრო აქტიური იყო და 128.52 ბალი დააფიქსირა. ჯამში კი 184.32 ბალი.

ცნობისთვის, კაცებში პირველი ადგილი მასპინძელმა იუმა კაგიამამ დაიკავა, ხოლო ქალებში ავა მარი ზიგლერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება